ელაზნაურის ეკლესია

ვახანის ციხე

პროექტის სახელწოდება: სოფ.ვახანის ისტორიულ-გეოგრაფიული თავისებურებებანი
პროექტის მოკლე აღწერა:მოსწავლეები სწავლობენ სოფ. ვახანის გეოგრაფიულ თავისებურებებს, ისტორიას, მოინახულებენ სოფლის ტერიტორიაზე არსებულ როგორც ისტორიულ-კულტურულ,ასევე ბუნებრივ ღირსშესანიშნაობებს.
პროექტის სრული აღწერა:მოსწავლეები შეისწავლიან საკუთარი საცხოვრებელი ადგილის მდებარეობას,საზღვრებს,ბუნებრივ პირობებს,რესურსებს , ბუნებრივ და ისტორიულ-კულტურულ ღირსშესანიშნაობებს, მოიპოვებენ სოფლის შესახებ ლეგენდებს, თქმულებებს, გაეცნობიან სოფლის ტოპონიმებს, მოიძიებენ ინფორმაციას სოფლის დემოგრაფიული მდგომარეობის შესახებ, გაეცნობიან სოფლის ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ შემადგენლობას, სოფლის მეურნეობის ხასიათს და ეკონომიკურ-სოციალურ მდგომარეობას, გაიაზრებენ სოფლისათვის ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის მეზობლად მდებარეობის მნიშვნელობას. პროექტზე მუშაობისას მოსწავლეები ჩაატარებენ კვლევა-ძიებას, შეხვდებიან და აიღებენ ინტერვიუებს სოფლის უხუცესებისაგან და კომპეტენტური პიროვნებებისაგან , გამოიყენებენ სხვადასხვა ლიტერატურას, გააკეთებენ ჩანაწერებს, შექმნიან სქემებს, მარტივ რუკებს.მოსწავლეები შეფასდებიან შეფასების რუბრიკით.
მონაწილეთა ასაკი/კლასები:13-17/ VIII-XII

ვადები/ხანგრძლივობა
: იანვარი-აპრილი. 2011წ.პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში: სოფ. ვახანის გეოგრაფიის, ისტორიის, კულტურის, ტრადიციების, ბუნებრივი რესურსების, სამკურნალო მცენარეების და წყლების (აბანოების ) შესახებ ინფორმაციის მოძიება, საკუთარი ფოტო-სურათების, სქემების, მარტივი რუკების გამოფენა, მოსწავლეები დასახავენ სამომავლო გეგმებსა და ღონისძიებებს სოფელში ტურიზმის განვითარებისათვის.
მოსალოდნელი შედეგები/ პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას: მოსწავლეები შექმნიან ბლოგს ამ პროექტის შესახებ,სადაც განთავსდება მოსწავლეების ნამუშევრები, მოეწყობა შემოქმედებითი საღამო თემაზე "ჩემი სოფელი''
სამუშაო ენა: ქართული.
საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: ამ პროექტზე მუშაობისას მოსწავლეები გაიღრმავებენ ცოდნას შემდეგ საგნებში: ისტორია, გეოგრაფია, ხელოვნება, ლიტერატურა, ხატვა, ეკონომიკა.
მოსწავლეებს გამოუმუშავდებათ უნარ-ჩვევები საინფორმაციო ტექნოლოგიებში(ინფორმაციისმოძიება ინტერნეტში, პრეზენტაციის მოწყობა, ვებ.გვერდის შექმნა.მოძიებული ვიდეო მასალა აიტვითება ვიდეოების საცავზე youtube.com
მონაწილეები სხვა სკოლიდან:არ არიან
პროექტის ფასილიტატორის სახელი:რუსუდან ქურდაძე
პროექტის ფასილიტატორის ელ-ფოსტა: rusudan.qurdadze@gmail.com